შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვს შეხვდა

შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი იგნაციო კასისი ავრცელებს.

იგნაციო კასისის ცნობით, რუს კოლეგასთან შეხვედრაზე უკრაინის მშვიდობის სამიტის შესახებ ისაუბრა.

„გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში, მე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შევხვდი და მას უკრაინის მშვიდობის სამიტის შესახებ ვაცნობე“, – წერს კასისი X-ზე.

ინფორმაციისთვის, შვეიცარიელი და რუსი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ნიუ-იორკში გაიმართა, სადაც ლავროვი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა, რომლის თავმჯდომარე ქვეყანაც მიმდინარე თვეში რუსეთია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები