გერმანია კიევის ბავშვთა საავადმყოფოს აღსადგენად 10 მილიონ ევროს გამოყოფს

გერმანია კიევის “ოჰმატდიტის” ბავშვთა საავადმყოფოს აღსადგენად 10 მილიონ ევროს გამოყოფს, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრი სვენა შულცი ავრცელებს.

მისი ცნობით, გამოყოფილი თანხა, სხვა დონორებისა და შემომწირველების თანხებთან ერთად, მოხმარდება საავადმყოფოს სწრაფად აღდგენას და შენობის ზამთარში გამოსაყენებლად მომზადებას.

„ვერ შევურიგდებით იმ ფაქტს, რომ უკრაინაში ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების სამკურნალო ადგილი აღარ არსებობს“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, შულცის თქმით, ბავშვთა საავადმყოფოს დანგრევა აჩვენებს „როგორ დაუნდობლად და არაადამიანურად აწარმოებს რუსეთი ამ აგრესიულ ომს“ და რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, ყველაზე მეტად ბავშვები იტანჯებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები