ბორის ჯონსონმა დონალდ ტრამპთან უკრაინის საკითხი განიხილა
ბორის ჯონსონმა დონალდ ტრამპთან უკრაინის საკითხი განიხილა, – ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ავრცელებს.
„პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრით მოხარული ვარ. ჩვენ უკრაინის საკითხი განვიხილეთ და ეჭვი არ მეპარება, რომ ის ამ ქვეყნის მხარდაჭერისა და დემოკრატიის დაცვის საქმეში ძლიერი და მტკიცე იქნება“, – წერს ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელში.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი მკვლელობის მცდელობის შემდეგ შესანიშნავ ფორმაში იმყოფება.