„ვფიქრობ, თქვენი მკვლელობის მცდელობის საქმეში „უკრაინული კვალი“ გამოჩნდება“ – მედვედჩუკის წერილი ტრამპს
რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებულმა უკრაინელმა პოლიტიკოსმა, ვიქტორ მედვედჩუკმა, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ამბობს, რომ მასზე განხორციელებული თავდასხმის საქმე შესაძლოა, „უკრაინულ კვალზე“ გადის.
„ვინაიდან ეს მშვიდობა ნიშნავს ზელენსკის ნაცისტური რეჟიმისა და ბაიდენისადმინისტრაციიდან მისი ამერიკელი კურატორების ძალაუფლების დაკარგვას, თქვენ უკრაინელინეონაცისტის, ზელენსკის პირადი მტერი გახდით და ეს ნაძირალა ყველაფერზე წავა, რომსაპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაში ხელი შეგიშალოთ. ვფიქრობ, თქვენი მკვლელობისმცდელობის საქმეში „უკრაინული კვალი“ გამოჩნდება“, – ციტირებს მედვედჩუკის წერილიდან ამონარიდს რუსული მედია TASS-ი.