კენიაში ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა – არის მსხვერპლი

კენიაში ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა.

როგორც Reuters-ი იუწყება, დაღუპულია სულ მცირე ერთი ადამიანი.

ამასთან, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

შეგახსენებთ, რომ კენიაში ახალგაზრდები მთავრობის მიერ გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონს აპროტესტებდნენ. მოგვიანებით კენიის ხელისუფლებამ აღნიშნული კანონი გაიწვია, თუმცა აქციის მონაწილეები პრეზიდენტის გადადგომასა და სისტემურ ცვლილებებს ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები