ომანში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა

ომანში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მათი ცნობით, დაღუპულთა შორის ოთხი პაკისტანის მოქალაქეა და ერთ პოლიციელი.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინება, 28 ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

ინფორმაცია დაკავებულების ან სროლის მოტივის შესახებ ჯერჯერობით უცნობია.

ამასთან, ომანის პოლიციას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

ინფორმაცია მუსკატის ერთ-ერთ მეჩეთთან სროლის შესახებ სამშაბათს, შუადღეს გავრცელდა.

თავდაპირველად ოთხი ადამიანის დაღუპვის შესახებ იტყობინებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები