FBI-მ ტრამპზე თავდამსხმელის ტელეფონზე წვდომა მოიპოვა და 100-მდე ადამიანი დაკითხა
FBI-მ ტრამპზე თავდამსხმელის ტელეფონზე წვდომა მოიპოვა და 100-მდე ადამიანი დაკითხა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მათი ცნობით, დაკითხულთა შორის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და მომხდარის თვითმხილველები არიან.
აღსანიშნავია, რომ FBI ასევე იკვლევს კრუკსის ელექტრონულ მოწყობილობებს. გამომძიებლებმა გაჩხრიკეს მისი სახლი და ავტომობილი.
აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები წინასწარი გამოძიების ფარგლებში ჩატარდა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატზე რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპზე შაბათს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას იძიებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმეს შესაძლოა შიდა ტერორიზმის კვალიფიკაცია მიენიჭოს.