რობერტა მეცოლა ხმათა უმრავლესობით ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტი ავრცელებს.
მის კანდიდატურას მხარი 699 დეპუტატიდან 562-მა დაუჭირა. მისი კონკურენტი ესპანელი ევროპარლამენტარი, ირენე მონტერო გახლდათ.
მეცოლა გამარჯვებულად პირველივე ტურში გამოცხადდა.