ევროპის რამდენიმე ქვეყანა ავღანეთში საელჩოს ხელახალ გახსნას განიხილავს

ევროპის რამდენიმე ქვეყანა ავღანეთში საელჩოს ხელახალ გახსნას განიხილავს, რაც „თალიბანის“ მთავრობის დიპლომატიურ აღიარებას ნიშნავს, – ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

მათი ცნობით, იტალიამ ქაბულში გაცნობითი ვიზიტი განახორციელა.

ამასთან, გამოცემის ცნობით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში იტალიამ სპეცსამსახურების თანხლებით ქაბულში გაცნობითი ვიზიტი განახორციელა.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ დაადასტურა, რომ ავღანეთში ქვეყნის ელჩი ჩავიდა.
„ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები არსებობს. ძალიან რთულია გამოსავლის პოვნა, ამას დრო დასჭირდება“, – განაცხადა ტაიანიმ ვაშინგტონში ნატოს სამიტის მსვლელობისას.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ავღანეთში არცერთი ევროპული საელჩო არ ფუნქციონირებს, თუმცა მუშაობას აგრძელებს ევროკავშირის წარმომადგენლობა.

ავღანეთში ცალკეული წევრი ქვეყნების საელჩოების შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით ევროკავშირში კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები