ვიქტორ ორბანის მრჩეველი: ტრამპ-ვანსის ადმინისტრაცია კარგად ჟღერს

ტრამპ-ვანსის ადმინისტრაცია კარგად ჟღერს, – ამის შესახებ ვიქტორ ორბანის მრჩეველმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურმა დირექტორმა, ბალაჟ ორბანმა განაცხადა.

„ტრამპ-ვანსის ადმინისტრაცია კარგად ჟღერს. ვულოცავ ჯეი დი ვანსს დონალდ ტრამპის მიერ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად არჩევას“, – წერს ბალაჟ ორბანი X-ზე.

აღსანიშნავია, რომ წარსულში, ოჰაიოელმა სენატორმა ვიქტორ ორბანის მთავრობის ზოგიერთი პოლიტიკის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

„ყველაზე ახლოს, რაც კონსერვატორები უნივერსიტეტებში მემარცხენეობის დომინირების პრობლემის მოგვარებასთან მივიდნენ, უნგრეთში ვიქტორ ორბანის მიდგომა წარმოადგენს“, – განაცხადა ჯეი დი ვანსმა თებერვალში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები