დიმიტრი პესკოვი: პირველი სამშვიდობო სამიტი სულაც არ იყო სამშვიდობო სამიტი, ამიტომ არ გვესმის, რას გულისხმობს ზელენსკი მეორე სამშვიდობო სამიტში
კრემლს არ ესმის, რას გულისხმობს ვოლოდიმირ ზელენსკი „მეორე სამშვიდობო სამიტში“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, როდესაც მან კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მეორე სამშვიდობო სამიტში მონაწილეობა უნდა მიიღონ.
„პირველი სამშვიდობო სამიტი სულაც არ იყო სამშვიდობო სამიტი, ამიტომ, პირველ რიგში უნდა გავიგოთ, რას გულისხმობს ის“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
ინფორმაციისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მეორე სამშვიდობო სამიტში მონაწილეობა უნდა მიიღონ.
უკრაინის საკითხზე სამშვიდობო კონფერენცია შვეიცარიაში 15-16 ივნისს გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი ღონისძიებაზე მიწვეული არ ყოფილა.