ისრაელმა ღაზაში 40-ზე მეტ ობიექტს დაარტყა
ისრაელმა ღაზაში 40-ზე მეტ ობიექტს დაარტყა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
მათი ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში, სახმელეთო ძალების მხარდაჭერის ოპერაციისას, ისრაელმა ღაზის სექტორში მდებარე 40-ზე მეტ ობიექტს მოიერიშე თვითმფრინავებისა და დრონების გამოყენებით შეუტია.
საჰაერო იერიშები სნაიპერების პოზიციებზე, სადამკვირვებლო პუნქტებსა და ტერორისტული დაჯგუფებების ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ ისრაელის სამხედროები ოპერაციას ღაზის ცენტრალურ ნაწილსა და რაფაჰში აგრძელებენ, სადაც მათ რამდენიმე გვირაბი აღმოაჩინეს და „ჰამასის“ მებრძოლები გაანეიტრალეს.