ევროპარლამენტი დღეს, 16 ივლისს, ახალ პრეზიდენტს ირჩევს, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
თანამდებობაზე ორი კანდიდატია წარდგენილი – მოქმედი პრეზიდენტი რობერტა მეცოლა და ახლად არჩეული ევროპარლამენტარი ირენ მონტერო.
აღსანიშნავია, რომ რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობაზე 2022 წელს აირჩიეს და ის ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს ევროპარლამენტს.
რაც შეეხება ირენ მონტეროს, ის მემარცხენე პარტიის, “პოდემოსის“ წარმომადგენელია.
ცნობისთვის, პირველი კენჭისყრა სტრასბურგში, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გაიმართება.