კანადაში, მასშტაბური ხანძრების გამო, ათასობით მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა
აღმოსავლეთ კანადაში, მასშტაბური ხანძრების გამო, ათასობით მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მათი ცნობით, ხანძარმა 24 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია მოიცვა.
„დაახლოებით, 9500 ადამიანია ევაკუირებული ლაბრადორ სითიდან“, – განუცხადა ნიუფაუნდლენდისა და ლაბრადორის მთავრობის წარმომადგენელმა ჯერემი რეინოლდსმა მედიას.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ხანძარი კონტროლირებადი იყო, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში, ამინდის გაუარესებამ ხანძრის გაძლიერებას შეუწყო ხელი.