ომანში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა
ომანში, მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ომანის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, სროლა ომანის დედაქალაქ მასკატში, უადი კაბირის რაიონში მოხდა, რის შედეგადაც, დაღუპულებთან ერთად, დაშავდა რამდენიმე ადამიანიც.
„უსაფრთხოების ყველა ზომა მიღებულია, მტკიცებულებების შეგროვება და საგამოძიებო პროცედურები დასრულებულია“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.