კუნძულ კრეტაზე ტყის ხანძარს ებრძვიან – რამდენიმე დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე ტყის ხანძარს ებრძვიან.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად ჰერაკლიონის ნაწილში გაჩნდა და ამ დროისთვის უკვე ოთხ სოფელში გავრცელდა.

სახანძრო-სამაშველო სამსახურმა მიმდებარე დასახლებული პუნქტებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. ხანძრის კერები ნაწილობრივ ლოკალიზებულია.

ცეცხლი ადგილობრივი დროით 5 საათზე გაჩნდა. ლიკვიდაციის სამუშაოებში რამდენიმე ათეული მეხანძრე და 20-მდე ერთეული ტექნიკა, მათ შორის სამი სპეციალური თვითმფრინავია ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები