„რესპუბლიკურმა პარტიამ“ დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნულ ყრილობაზე ტრამპმა დელეგეტთა ხმების საჭირო რაოდენობა მოიპოვა.

აღნიშნული ყრილობა ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში მიმდინარეობს.

მანამდე ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად სენატორი ჯეიმს დევიდ ვენსი აირჩია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები