ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად სენატორი ჯეიმს დევიდ ვენსი დაასახელა
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის ვინაობა დაასახელა.
როგორც ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნულ თანამდებობაზე სენატორი ჯეიმს დევიდ ვენსი აირჩია.
„ხანგრძლივი მსჯელობისა და ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ ყველაზე შესაფერისი ადამიანი შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად არის სენატორი ჯ.დ. ვენსი“, – წერს ტრამპი truth social-ზე.