სენატის შიდა უსაფრთხოების კომიტეტმა ტრამპის მკვლელობის მცდელობის გამოძიება დაიწყო

აშშ-ის სენატის შიდა უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, გარი პიტერსი აცხადებს, რომ კომიტეტი ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ორპარტიულ გამოძიებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

პიტერსის თქმით, იმედოვნებენ, რომ პროცესი სწრაფად წარიმართება და მოსმენები მიმდინარე თვეში დაიწყება.

„ჩვენ ვაპირებთ, ჩავატაროთ ორპარტიული გამოძიება შიდა უსაფრთხოების კომიტეტის მხრიდან, რათა გადავხედოთ მომხდარ მოვლენებს და დავადგინოთ, იყო თუ არა უსაფრთხოების კუთხით დარღვევები. ვეცდებით, პროცესები დავაჩქაროთ. ახლა ჩვენ ვითხოვთ დეტალურ ბრიფინგს კომიტეტის წევრებისთვის. ჩვენ ასევე გვექნება მოსმენა და ვეცდებით, ეს პროცესი დავაჩქაროთ“, – განაცხადა პიტერსმა.

მანვე დასძინა, რომ ისინი გამოიყენებენ 2021 წლის 6 იანვრის გამოძიებას უსაფრთხოების ხარვეზების შესახებ, როგორც მაგალითს ამ ახალი ძალისხმევისთვის.

„თუ გახსოვთ, ჩვენ გავაკეთეთ უსაფრთხოების ყოვლისმომცველი შეფასება 6 იანვრის შემდეგ. ამ გამოძიებაში ჩვენ გვქონდა არაერთი რეკომენდაცია და ამ რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ახლა ჩართულია უსაფრთხოების პრაქტიკაში აქ, კაპიტოლიუმში“, – აღნიშნა პიტერსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები