ზელენსკი: მომდევნო სამშვიდობო სამიტს რუსეთის წარმომადგენლებიც უნდა დაესწრონ

რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები მომდევნო სამშვიდობო სამიტს უნდა დაესწრონ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დაახლოებით ივლისის ბოლოს – აგვისტოს დასაწყისში, უსაფრთხოების მრჩეველთა დონეზე პირველი შეხვედრა უნდა გაიმართოს, სადაც ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები იქნება განხილული.

ამასთან, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სექტემბერში დაგეგმილია შეხვედრა კანადაში ჰუმანიტარულ საკითხებზე, სადაც პატიმრების გაცვლასა და რუსეთის მიერ გატაცებული ბავშვების დაბრუნებაზე იმსჯელებენ.

„აღნიშნული სამი პუნქტის განხილვის შემდეგ, თუ ეს იმუშავებს, მშვიდობის ფორმულის ყველა პუნქტის რეალიზაციის გეგმა მზად იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები