Fox News: ტრამპი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს დღეს გამოაცხადებს
აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს დღეს გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
„მან დაადასტურა, რომ დღეს აპირებს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებას“, – განაცხადა ტელეკომპანია Fox News-ის ჟურნალისტმა, ბრეტ ბაიერმა.