თურქეთში დენის დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

თურქეთში, ქალაქ იზმირში დენის დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ძლიერი წვიმის შედეგად, ქალაქის ქუჩებში გუბეები იდგა, ერთ-ერთი ასეთი გუბის გავლის დროს, წყალსაწრეტი ჭის თავსახურმა დენი გაატარა, რის შედეგადაც 23 წლის გოგო დაიღუპა, 44 წლის მამაკაცი მის დახმარებას ცდილობდა, თუმცა დენის დარტყმამ მისი სიცოცხლეც იმსხვერპლა.

დაღუპულები 23 და 44 წლის პირები არიან.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები