გარდაიცვალა ბიჭი, რომელმაც 40 ° სიცხეში 7 საათი ავტომობილში გაატარა – შემთხვევა აშშ-ში მოხდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა 5 წლის ბავშვი, რომელმაც, 40 ° სიცხეში, ავტომობილში შვიდი საათი გაატარა.

ამის შესახებ Unilad-ი იტყობინება.

მას შემდეგ, რაც მცირეწლოვანი გონებადაკარგული იპოვეს, დაუყოვნებლივ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა, მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლებს.

ფაქტთან დაკავშირებით ბრალი დედას ედება – გულგრილობის მოტივით.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დედას 20 წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები