კაია კალასი ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის პოზიციაზე წარადგინეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, კალასმა ქვეყნის პრეზიდენტს გადადგომის მოთხოვნით უკვე მიმართა – თხოვნა დაკმაყოფილებულია.
კალასი მთავრობის მეთაურის მოვალეობას შეასრულებს მანამ, სანამ ესტონეთში ახალი სამთავრობო კოალიცია შეიქმნება.