ორბანმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს უკრაინის ომის დასრულების სამშვიდობო გეგმა გაუზიარა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს უკრაინის ომის დასრულების სამშვიდობო გეგმა გაუზიარა.
პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურმა მრჩეველმა უნგრულ მედიას განუცხადა, რომ ორბანმა ევროპელ კოლეგებს წერილობით გააცნო მიდი სამშვიდობო მისიის შედეგები.
კიევსა და მოსკოვში ჩატარებული შეხვედრების შემდეგ, ორბანმა აღნიშნა, რომ რუსეთი და უკრაინა ომის დასრულებას არ აპირებენ.