“ლინკოლნის შემდეგ ამერიკაში არ არსებობს ისეთი პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც ტრამპივით აძაგებენ” – მაიკ ჯონსონი

“ჩვენ, ყველამ ვიხილეთ სასწაული. ვფიქრობ, ტრამპი ღმერთმა გადაარჩინა”, – ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა.

“მას ტყვია მილიმეტრებში ასცდა და გასროლა ფატალური არ აღმოჩნდა. ტრამპი ბრძოლას აგრძელებს. პოლიტიკური რიტორიკა ყოველგვარ საზღვარს გასცდა. ვფიქრობ, ლინკოლნის შემდეგ ამერიკაში არ არსებობს ისეთი პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც ტრამპივით აძაგებენ.

მუდმივად ისმის გზავნილები, რომ ტრამპი დემოკრატიისთვის საფრთხე იქნება და ქვეყანა დაიღუპება, რაც საშინლად ამწვავებს ვითარებას”, – აცხადებს ჯონსონი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები