ღაზას სექტორში საცხოვრებელი სახლის დაბომბვას, სულ მცირე, სამი ადამიანი ემსხვერპლა
ღაზას სექტორში, ქალაქ დეირ ელ-ბალაჰში საცხოვრებელი სახლის დაბომბვას, სულ მცირე, სამი ადამიანი ემსხვერპლა – მათ შორის ერთი ბავშვია.
ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.
მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკში გაეროს სკოლის ტერიტორიის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა, 80-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.