დონალდ ტრამპზე თავდამსხმელი ცუდი სროლის გამო მსროლელთა გუნდიდან იყო გარიცხული

„ABC News“-ის ცნობით, დონალდ ტრამპზე თავდამსხმელი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი სკოლაში თოფის მსროლელთა გუნდიდან იყო გარიცხული.

კრუკსის ორმა ყოფილმა საშუალო სკოლის თანაკლასელმა ABC News-ს განუცხადა, რომ ეჭვმიტანილი გარიცხეს საშუალო სკოლის თოფების კლუბიდან და უთხრეს აღარ დაბრუნებულიყო.

“ის არათუ მხოლოდ გუნდში არ მოხვდა, არამედ მას სთხოვეს, აღარ დაბრუნებულიყო, რადგან ძალიან ცუდად ისროდა. მისი ნასროლი საშიშად ითვლებოდა, რადგან მან ძირითადად ვერც კი გაარტყა მიზანს”, – თქვა ჯეიმსონ მაიერსმა, ერთ-ერთმა ყოფილმა კლასელმა.

გამომძიებლები ასევე იკვლევენ ეჭვმიტანილის სოციალურ მედიას სამხილების მოსაპოვებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები