„უბედნიერესი ვარ, რადგან ჩვენ ევროპის ღირსეული ჩემპიონები ვართ” – ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ ევრო 2024-ის ფინალში ინგლისთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„უბედნიერესი ვარ, რადგან ჩვენ ევროპის ღირსეული ჩემპიონები ვართ. ამ მოთამაშეებით ყოველდღე უფრო და უფრო ვამაყობ. მადლობა მხარდაჭერისთვის.
ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები საუკეთესოები არიან მსოფლიოში. ეს ადრეც ვთქვი და ჩემს აზრზე ვრჩები. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, უკეთესებიც გავხდეთ.
ამბიციამ და მუშაობის სურვილმა მიგვიყვანა ასეთ მნიშვნელოვან გამარჯვებამდე. 44 დღეა, ერთად ვართ და ამ მოთამაშეების საქმისადმი დამოკიდებულება საზოგადოებისთვის მაგალითი უნდა გახდეს.
ესპანეთის მეფემ გაგვამხნევა და საერთოდ, ტურნირის მსვლელობის დროს გუნდთან ახლო კავშირი ჰქონდა. მისი ჩვენთან ყოფნა და თანადგომა ძალიან ბევრს ნიშნავდა“, – აღნიშნა ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
წყარო: 1tvsport