დარტყმით-ტალღოვანი თერაპიის უპირატესობები

დარტყმით-ტალღოვანი თერაპია,ასევე ცნობილი, როგორც ექსტრაკორპორალური შოკური ტალღის თერაპია(ESWT), ის მკურნალობის არაინვაზიური მეთოდია,რომელიც იყენებს მაღალი წნევის ტალღებს თერაპიული ეფექტის მისაღებად. ტექნიკა თავდაპირველად შემუშავდა თირკმლის კენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ,თუმცა მოგვიანებით გამოყენება ჰპოვა ორთოპედიაში, სპორტულ მედიცინაში, უროლოგიასა და რეაბილიტაციაში.

დარტმით-ტალღოვანი თერაპიის უპირატესობებია:
● ტკივილის შემცირება
დარტყმით – ტალღოვანი თერაპია ეფექტურად ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს სხვადასხვა პათოლოგიების დროს(მაგ: პლანტარული ფასციიტი, ტენდინიტი, ბურსიტი, ქრონიკული ძვალ-კუნთოვანი ტკივილი და სხვა).
● შეხორცების ხელშეწყობა
დარტყმით ტალღოვანი თერაპია ასტიმულირებს რეგენერაციის პროცესს დაზიანებულ მიდამოში სისხლის მიმოქცევის გაზრდით, ნეოანგიოგენეზითა და კოლაგენის გამომუშავებით.
● არაინვაზიურობა
ქირურგიული ჩარევებისგან განსხვავებით,დარტყმით-ტალღოვანი თერაპია არაინვაზიურია და არ საჭიროებს ანასთეზიას.ეს ამცირებს გვერდითი მოვლენებისა და გართულებების რისკს.
● სწრაფი აღდგენა
თერაპია აჩქარებს გამოჯანმრთელებას სხვადასხვა კუნთოვანი დაზიანებებისა და ტრავმის დროს.ეს პაციენტს აძლევს საშუალებას, რომ სწრაფად აღიდგინოს ძალები და დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ წესს.
● მინიმალური გვერდითი მოვლენები
დარტმით-ტალღოვანი თერაპიის გვერდითი მოვლენები შეიძლება მოიცავდეს დროებით ტკივილს, შეშუპებას,სიწითლეს მკურნალობის არეზე,რაც სწრაფად უკუგანვითარდება .
● მრავალფეროვნება
თერაპია გამოიყენება დაავადებების ფართო სპექტრის სამკურნალოდ. მისი მრავალფეროვნება კი ღირებულ ინსტრუმენტად აქცევს ორთოპედიასა და სპორტულ მედიცინაში.

დარტყმით-ტალღოვანი თერაპიის ჩატარება გერმანული პრემიუმ ბრენდების Zimmer-ისა უახლესი აპარატურით „ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრშია“
შესაძლებელი.ადგილზე დაგხვდებიან მაღალკვალიფიციური ექიმები და ფიზიკური
მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტები,რომლებიც ევროპული და ამერიკული
გაიდლაინებით ხელმძღვანელობენ.ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 032 250 15 55.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები