„ახალი ხედვის“ თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი
რეაბილიტაცია, როგორც დარგი, მუდმივად ვითარდება და ინოვაციურ მიდგომებს სთავაზობს პაციენტებს.“ახალი ხედვის” თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი კი, მზად არის ყველა გამოწვევის მისაღებად.
“ახალი ხედვის” ინფორმაციით, ცენტრი სპეციალიზებული დაწესებულებაა, რომელიც ემსახურება პაციენტის კეთილდღეობას,როგორც პოსტტრავმულ ასევე პოსტოპერაციულ პერიოდში,აძლევს მათ ფიზიკური და კოგნიტური შესაძლებლობების გაუმჯობესების საშუალებას და ეხმარება ზოგადად ცხოვრების ხარისხის ამაღლებაში.
“ახალი ხედვის” სარეაბილიტაციო ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად,შეგიძლიათ ესტუმროთ ვებ-გვერდს – www.rehabilitation.ge.
- ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრის უპირატესობები
➔ თანამედროვე და უახლესი აპარატურით აღჭურვილი კლინიკა საშუალებას მოგცემთ კომფორტულად წარიმართოს თქვენი რეაბილიტაციის პროცესი.
➔ ცენტრში მოხვედრისას,თითოეული პაციენტი იღებს საფუძვლიან შეფასებას,რაც მოიცავს ფიზიკურ შეფასებებს, სამედიცინო ისტორიის მიმოხილვას და სხვადასხვა დიაგნოსტიკურ ტესტებს. ამ შეფასების საფუძველზე,სპეციალისტთა მულტიდისციპლინური გუნდი ადგენს მკურნალობის ინდივიდუალურ გეგმას.
➔ ეფექტური რეაბილიტაცია სცილდება ფიზიკური აღდგენის ფარგლებს. “ახალი ხედვის” თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი გთავაზობთ მკურნალობის ჰოლოსტიკურ მიდგომას.
➔ ტრადიციული სარეაბილიტაციო სერვისების გარდა,ცენტრი გთავაზობთ ინოვაციურ პროგრამებს.
➔ ცენტრი დიდ აქცენტს აკეთებს საზოგადოების ჩართულობასა და მხარდაჭერაზე
➔ თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრის წარმატება,დიდწილად,მისი გამოცდილი და ემპათიური პერსონალის დამსახურებაა. - ახალი ხედვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრის სერვისები
● ულტრაბგერითი თერაპია-ულტრაბგერითი ტალღებით რბილ ქსოვილებზე ზემოქმედება ისეთ შედეგებს იძლევა, როგორიცაა სისხლმომარაგებისა და ლიმფური დრენაჟის გაუმჯობესება, ანთებისა და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის მიღება, აღდგენა- რეგენერაციული მექანიზმების გააქტიურება.
● შროტის მეთოდით ვარჯიშები-სქოლიოზის მკურნალობის ოქროს სტანდარტია,რომელსაც შეუძლია დაავადების პროგრესირების შეჩერება და მისი გამოსწორება.
● ელექტროთერაპია-ელექტრული იმპულსების მეშვეობით შესაძლებელია კუნთების ტონუსის გაძლიერება,ტკივილის შემსუბუქება, ქსოვილების სისხლმომარაგების გაზრდა, ანთების საწინააღმდეგო, აღდგენისა და რეგენერაციული ეფექტის მიღება.
● ლაზეროთერაპია-სამედიცინო სფეროში ფართოდ გამოყენებადი პროცედურაა, რომელიც სამკურნალოდ თანმიმდევრულ, მონოქრომატულ, პოლარიზებულ და მიმართულ(ფოკუსირებულ) სინათლის სხივს იყენებს. ფიზიკურ მედიცინასა და რეაბილიტაციაში გამოყენებული ლაზერის ძირითადი ეფექტებია : ანთების საწინააღმდეგო მოქმედება , უჯრედის მეტაბოლიზმის და მიკროცირკულაციის გააქტიურება , ანალგეზია და ა.შ
● მაგნიტოთერაპია-ხელს უწყობს რეგენერაციის პროცესს- აჩქარებს ძვლების შეხორცებას, ამცირებს ქსოვილების აღდგენისთვის საჭირო დროს, გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით,ამცირებს შეშუპებას,აუმჯობესებს სისხლმომარაგებას.
● ულტრაფონოფორეზი-აერთიანებს ულტრაბგერით თერაპიასა და მედიკამენტურ მკურნალობას. შედეგად მედიკამენტი უკეთ აღწევს დაზიანების არეში და ავლენს მაღალი თერაპიულ ეფექტს.
● დარტყმით-ტალღოვანი თერაპია-მექანიკური წნევის ტალღის მიშვეობით მიიღება ისეთი ეფექტები, როგორიცაა : ტკივილის სწრაფად კუპირება, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ფიბროზული ქსოვილის, კალციფიკატების დაშლა და სხვა.
● ვაკუუმთერაპია-მკურნალობის არაინვაზიური პროცედურაა. ამ მკურნალობის მეთოდმა გამოყენება ჰპოვა როგორც ესთეტიკურ მედიცინაში, ასევე რეაბილიტაციის დარგში.
● PRP თერაპია-თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის ინექციები,მარიტივი და მინიმალურად ინვაიზური პროცედურაა, შედეგის მისაღებად კი საშუალოდ 2-6 კვირაა საჭირო.
● ტრაქცია-პროცედურაა რომლის დროსაც ხდება ხერხემლის სვეტის “გაჭიმვა”, რაც ამცირებს წნევას მალთაშუა დისკებზე და ამსუბუქებს ტკივილს.
● ღრმა ოსცილაცია-თერაპია ეფუძნება უსაფრთხო და დაბალი სიხშირის ელექტროსტატიკური ველის შექმნის ეფექტს,პროცედურის დროს წარმოქმნილი რხევები ააქტიურებს ინტერსტიციულ დრენაჟს,ამცირებს ადგილობრივ სისხლჩაქცევებს, ანთებას და შეშუპებას დაზიანებულ მიდამოში. - „ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრში” დაგხვდებიან მაღალკვალიფიციური ექიმები და ფიზიკური მედიცინისა დარეაბილიტაციის სპეციალისტები, რომლებიც ევროპული და ამერიკულიგაიდლაინებით ხელმძღვანელობენ.
მისამართი – თბილისი, ლუბლიანას ქ.11, ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 032 250 15 55″, – აღნიშნულია ინფორმაციაში.