უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი სამხედრო, ზურაბ იაშვილი დაიღუპა.

ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლი, ვანო ნადირაძე ავრცელებს.

„კიდევ ერთი ქართველი მეომარი დაიღუპა უკრაინაში. დაჭრის შემდეგ დიდხანს იწვალა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გადარჩა. ლვოვის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ზურაბ იაშვილი – დიდება შენ გმირ სულს, ძმაო!“ – წერს  ვანო ნადირაძე.

არსებული ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები