“ესროლეს ტრამპს და მოარტყეს ლიბერალიზმს” – დათო მაღრაძე

“ესროლეს ტრამპს და მოარტყეს ლიბერალიზმს”, – ასე ეხმაურება პოეტი, დათო მაღრაძე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმას.

„ამ ფაქტს, ერთი წინადადებით შევაფასებ – ესროლეს ტრამპს და მოარტყეს ლიბერალიზმს. დაჭრილი ტრამპის მხნეობის ნიშნად აწეული მარჯვენა, ეს სცენა იქნება მისი გამარჯვების სიმბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე. ის რომ გაიმარჯვებს არჩევნებში, ამის პროგნოზი ორბანმა გააკეთა, როდესაც რუსეთის და ჩინეთის პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ ტრამპს შეხვდა, ანუ, ის შეხვდა შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. ეს იყო პროგნოზი“, – აღნიშნავს მაღრაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები