ბაიდენი – ტრამპზე თავდასხმაზე: ამერიკაში მსგავსი ძალადობის ადგილი არ არის

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პრეზიდენტობის კანდიდატზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმას გამოეხმაურა.

ამის შესახებ CNN წერს.

ბაიდენმა დაგმო შემთხვევა და თქვა, რომ ამერიკაში მსგავსი ძალადობის ადგილი არ არის.

ტრამპზე თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ის, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოდიოდა.

ინციდენტის შედეგად, გარდაიცვალა ერთი ადამიანი. მოკლულია თავდამსხმელი.

ამ ეტაპზე, ტრამპის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები