ტრამპზე თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა – მოკლულია თავდამსხმელიც
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა – დაღუპულია ერთი მოქალაქე და მოკლულია თავდამსხმელი.
ამის შესახებ CNN იტყობინება
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ტრამპი მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოდიოდა.
ინციდენტის შედეგად, ტრამპი სახის არეში მსუბუქად დაიჭრა.
ამ დროისთვის, ის უსაფრთხოდაა.