ეკა ბესელია – არ ვიქნებით იქ, სადაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები არიან
ბევრი საინტერესო ადამიანი იქნება ჩვენთან ერთად. შესაძლოა, შემდგომ, ცოტა მოგვიანებით, გარკვეული გაერთიანებაც იყოს სხვა ჯგუფებთან. არ ვიქნებით იქ, სადაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები არიან და არ გვექნება პარტიული ერთობა “ნაციონალურ მოძრაობასთან”, – ამის შესახებ ეკა ბესელიამ განაცხადა.
ბესელია ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილის პატრონაჟით, ახალი პოლიტიკური პლატფორმა იქმნება. მან ისაუბრა პლატფორმის ფარგლებში პარტიების “საქართველოსთვის” და “ლელოს” გაერთიანებაზე.
“პირველ რიგში, ქარტიას უნდა მოაწეროს ხელი გახარიამ. პირადად მასთან მე მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, პიროვნული. “ლელოს” აქვს ხელი მოწერილი, “ლელოსთან” ჩვენ სხვადასხვა თემაზე საუბარი შეგვიძლია. მომავალში რა იქნება, ვერ გეტყვით.
მთლიანად, პოლიტიკურ ცხოვრებაში მთავარი როლის მატარებელი იქნება პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური. თუ რა დოზით იქნება საარჩევნო ეტაპებზე ჩართული, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია,”- აცხადებს ეკა ბესელია.