მომავალ კვირაში, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე, გენერალური პროკურორის არჩევა იგეგმება
მომავალ კვირაში, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე, გენერალური პროკურორის არჩევა იგეგმება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„მომავალ კვირაში, სავარაუდოდ, 18-19 ივლისს, პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიმართება. პარლამენტის წევრებს დროულად ვაცნობებთ კონკრეტულ თარიღებს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.
საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად გიორგი გაბიტაშვილი შეარჩია და ასარჩევად პარლამენტს წარუდგინა. ბიურომ საკითხი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადასცა.