რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთის ამოცანაა, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ მუდმივი წევრი გახდეს
თურქეთის ამოცანაა, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ მუდმივი წევრი გახდეს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ვაშინგტონში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენი მიზანია, გავხდეთ მუდმივი წევრი და არა – დამკვირვებელი.
თურქეთი უნდა შეუერთდეს შანხაის ხუთეულს, როგორც მუდმივი წევრი.
მე ეს საკითხი ბოლო სამიტზე ბატონ პუტინთან განვიხილე, ჩემს ყაზახ კოლეგასთან და ვთხოვე მხარდაჭერა ამ პროცესში“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.