ვიქტორ ორბანი: დონალდ ტრამპთან უკრაინაში მშვიდობის მიღწევის გზები განვიხილე
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, შეერთებულ შტატებში ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა და უკრაინაში მშვიდობის მიღწევის გზებზე ისაუბრა.
„სამშვიდობო მისია 5.0. პატივი იყო დღეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მარ-ა-ლაგოში სტუმრობა.
ჩვენ განვიხილეთ მშვიდობის მიღწევის გზები.
დღის კარგი ამბავი: ის მოაგვარებს ამ პრობლემას!“- წერს ორბანი სოციალურ ქსელში.
ამასთან, ტრამპმა მადლობა გადაუხადა ორბანს.
„გმადლობთ, ვიქტორ. მშვიდობა უნდა იყოს და სწრაფად.
ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა ომში, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო!” – აღნიშნა ტრამპმა.