ჯო ბაიდენმა ნატოს პრესკონფერენციაზე კამალა ჰარისს შეცდომით დონალდ ტრამპი უწოდა
ნატოს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს შეცდომით დონალდ ტრამპი უწოდა.
„მე არ ავირჩევდი ვიცე-პრეზიდენტ ტრამპს, რომ არ ჰქონოდა პრეზიდენტის კვალიფიკაცია“, – განაცხადა ბაიდენმა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე საათით ადრე გამართულ ნატოს სამიტზე, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეცდომით „პრეზიდენტი პუტინი“ უწოდა.