მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია 12 ივლისს პეტ­რე-პავ­ლო­ბას, წმი­და­თა დი­დე­ბულ­თა და ყოვ­ლად­ქე­ბულ­თა თავ­თა მო­ცი­ქულ­თა პეტ­რეს და პავ­ლეს ხსე­ნე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს.

ქრის­ტეს მო­წა­ფე­თა, მო­ცი­ქულ­თა შო­რის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­ტივს წმინ­და პეტ­რე და წმინ­და პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლებს მი­ა­გებს. მათ თავ­მო­ცი­ქუ­ლე­ბი ეწო­დე­ბათ.

წმინ­და მო­ცი­ქუ­ლი პეტ­რე წმინ­და მო­ცი­ქულ ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის უფ­რო­სი ძმა იყო. უფ­ლის მო­წო­დე­ბამ­დე ისი­ნი გა­ლი­ლე­ის ტბას­თან მდე­ბა­რე პა­ტა­რა ქა­ლაქ ბეთ­სა­ი­დის მე­თევ­ზე­ე­ბი იყ­ვნენ. პეტ­რეს სა­ხე­ლად სვი­მო­ნი ეწო­დე­ბო­და. მისი რწმე­ნის გამო უფალ­მა მას პეტ­რე უწო­და, რაც კლდეს ნიშ­ნავს.

წმინ­და პეტ­რე მო­ცი­ქუ­ლი ჯვარ­ზე აღეს­რუ­ლა. მისი სურ­ვი­ლით იგი თავ­და­ყი­რა და­კი­დეს, რათა ჯვარ­ზე ისე არ ყო­ფი­ლი­ყო გაკ­რუ­ლი, რო­გორც ქრის­ტე.

წმინ­და მო­ცი­ქუ­ლი პავ­ლე წარ­მო­შო­ბით ბე­ნი­ა­მე­ნი­დან იყო. მას სავ­ლე ერ­ქვა და მღვდელთმთა­ვარ­თა და­ვა­ლე­ბით მარ­თლმა­დი­დებ­ლებს დევ­ნი­და. ღვთის გან­გე­ბით იგი უეც­რად დრო­ე­ბით დაბრმავ­და, რომ­ლის დრო­საც ღმერ­თმა მას თა­ვის­კენ მო­უ­წო­და. წმინ­და მო­ცი­ქულ­მა სი­ცო­ცხლე თა­ვის­კვე­თით და­ას­რუ­ლა.

წმინ­და თავ­თა მო­ცი­ქულ­თა პეტ­რე­სა და პავ­ლეს სა­ხელ­ზე, პირ­ვე­ლი ტაძ­რე­ბი რომ­სა და კონ­სტან­ტი­ნე­პოლ­ში IV სა­უ­კუ­ნე­ში წმინ­და მო­ცი­ქულ­თას­წორ­მა კონ­სტან­ტი­ნე დიდ­მა აღ­მარ­თა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები