ავსტრალია უკრაინას $250 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
ავსტრალიის მთავრობა უკრაინისთვის $250 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოყოფს, – ამის შესახებ ინფორმაციას Abc News-ი ავრცელებს.
მათი ცნობით, ავსტრალიის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა რიჩარდ მარლსმა დახმარების პაკეტი ვაშინგტონში, ნატოს სამიტის დასკვნით დღეს გამოაცხადა.
გამოცემის ინფორმაციით, ავსტრალიამ ჩინეთის მხრიდან აგრესიის შიშის ფონზე, ალიანსთან კავშირების გასამყარებლად დელეგაცია გაგზავნა.