ჯო ბაიდენი: პუტინთან მოლაპარაკებისთვის საფუძვლიანი მიზეზი არ მაქვს
პუტინთან მოლაპარაკებისთვის საფუძვლიანი მიზეზი არ მაქვს, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნატოს სამიტის დასკვნით პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ის მზად არის ესაუბროს მსოფლიოს ნებისმიერ ლიდერს, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, მაგრამ ამას არ გააკეთებს, თუ რუსეთის ლიდერი ქცევას არ შეიცვლის.
„ამჟამად არ მაქვს საფუძვლიანი მიზეზი პუტინთან მოლაპარაკებისთვის.
არ არის ბევრი რამ, რისი გაკეთებისთვისაც ის მზად არის, ქცევაში ცვლილების თვალსაზრისით. მაგრამ არ არსებობს მსოფლიო ლიდერი, ვისთან მოლაპარაკებაზეც მზად არ ვარ “, – განაცხადა ბაიდენმა.
სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთი ძირეულად შეიცვალოს უახლოეს პერიოდში.