„უკრაინა ახლოს არის ნატოში გაწევრიანებასთან“ – ზელენსკი
უკრაინა ახლოს არის ნატოში გაწევრიანებასთან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვაშინგტონში ნატოს სამიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა ახლოს არის ნატოში გაწევრიანებასთან. შემდეგი ნაბიჯი იქნება ოფიციალური მოწვევა და შემდეგ სრული გაწევრიანება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ნატოს 75-ე საიუბილეო ღონისძიება ვაშინგტონში 9 ივლისს გაიხსნა და 11 ივლისამდე გრძელდებოდა.