მსახიობი შელი დიუვალი გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი მსახიობი, შელი დიუვალი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მედიას მსახიობის პარტნიორმა, მუსიკოსმა დენ გილროიმ დაუდასტურა.

გილროის თქმით, მსახიობი ტეხასის შტატში, საკუთარ სახლში დიაბეტისგან გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა.

„ჩემმა ძვირფასმა, ტკბილმა, მშვენიერმა პარტნიორმა და მეგობარმა დაგვტოვა. ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი იტანჯა, ახლა ის თავისუფალია. გაფრინდი, ლამაზო შელი“, – განუცხადა მან The Hollywood Reporter-ს.

შელი დიუვალმა სახელი 1970-იანი წლებიდან გაითქვა. ის ცნობილი რეჟისორის, რობერტ ალტმანის 7 ფილმში მონაწილეობდა, მათ შორის, Nashville, 3 Women და სხვა. განსაკუთრებული პოპულარობა კი დიუვალს სტენლი კუბრიკის საკულტო ფილმში The Shining შესრულებულმა როლმა მოუტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები