“მნიშვნელოვანი ჩანაწერია ნატოს დეკლარაციაში, რომ კიდევ ერთხელ წამოვიდა მოთხოვნა, რუსეთის ჯარებმა დატოვოს საქართველოს ტერიტორია” – წილოსანი
“მნიშვნელოვანი ჩანაწერია ნატოს დეკლარაციაში იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ ერთხელ წამოვიდა მოთხოვნა, რუსეთის ჯარებმა დატოვოს საქართველოს ტერიტორია და რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ მყარი დადასტურებაა საქართველოს ოკუპაციის, ტერიტორიული მთლიანობის აღიარების და დასავლური სამყაროს თანადგომისა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
“ამის ფონზე ოპოზიციურ ველში მთელი დილაა ვხედავთ ჟრიამულს. განსაკუთრებით თვალში მომხვდა ბუკა პეტრიაშვილის პოსტი, სადაც ის პარალელს 2008 წელს ნატოს სამიტზე გაკეთებულ განცხადებაზე ავლებს, რომელსაც შეიძლება დადასტურებულად არა, მაგრამ შემდგომი არაერთი შეფასებით, საქართველოში 2008 წლის საომარი პროცესები მოჰყვა. ამიტომ, როდესაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მათი უმრავლესობა პარალელს ავლებენ 2008 წლის ნატოს ჩანაწერზე, რომელსაც ის ესკალაცია და საომარი დაძაბულობა მოჰყვა, რაც თითოეული ჩვენგანის დაღია და ამას ისურვებენ და უჭერენ მხარს, რა თქმა უნდა, ეს შეფასებული ვერ იქნება”, – აღნიშნა წილოსანმა.