”აშშ-ის ჯარის ავღანეთიდან სამარცხვინო გაქცევის დროს ქართულმა შენაერთმა ბოლომ დატოვა ქაბული” – გოგა ხაინდრავა
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“მხედრული ღირსების ყველაზე დიდი შეურაცხყოფა თანამებრძოლის მიტოვებაა! აშშ-ის ჯარის ავღანეთიდან სამარცხვინო გაქცევის დროს ქართულმა შენაერთმა ბოლომ დატოვა ქაბული! არ მიატოვა გასაჭირში თანამებრძოლები! კაენის ნიშნად დაგრჩებათ აშშ-ს და ევროკავშირს ქართული ჯარის ღალატი! თქვე შანტაჟისტებო!”, – წერს ხაინდრავა X-ზე.