“ყველას ვურჩევდი, საქართველოს ოპოზიციის მიერ დამზადებული ყალბი სათვალე მოიხსნან და რეალობას შეხედონ” – მაჭარაშვილი
„ყველას ვურჩევდი, საქართველოს ოპოზიციის მიერ დამზადებული ყალბი სათვალე მოიხსნან, რეალობას შეხედონ და საქართველოს შესახებ საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებები ნახონ”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
“ისინი ამბობენ, რომ საქართველოში ეკონომიკა იზრდება, საქართველო სამართლის უზენაესობის ინდექსით კანდიდატ და ბევრ წევრ ქვეყანას უსწრებს, ასევე, ქვეყანა გამჭვირვალობის მიხედვით პირველ ადგილზეა. ამ კონგრესმენთან კითხვა მაქვს, რას კითხულობს, საქართველოს თაობაზე? თუ გვარამიას დაურეკა, ეტყოდა, რომ უბედურება ხდებოდა. თუ საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრიან, საერთაშორისო შეფასებებში ფულს ვიხდით და ამიტომ გვიწერენ მაღალ ნიშნულებს?“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.