ორბელიანების სასახლეში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შექმნილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატურის შესარჩევი კომისია კონკურსში მონაწილეებთან გასაუბრებას ატარებს.
გასაუბრების პროცესი ამ წუთებში, ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს კომისია გასაუბრებას გამართავს გიორგი ბურჯანაძესთან, დიმიტრი გაბუნიასთან, მანუჩარ კაკოჩაშვილთან, კახა წიქარიშვილთან და თამარ ალფაიძესთან.