“მუდმივად მჯეროდა, რომ ერთიან სიაზე საუბარი არ იყო ფორმულა, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა ოპოზიციას” – ნიკა მელია

“მუდმივად მჯეროდა, რომ ერთიან სიაზე საუბარი არ იყო ის ფორმულა, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა ოპოზიციას”, – ამის შესახებ პარტია “ახალის” თანადამფუძნებელმა ნიკა მელიამ ისაუბრა.

“ახალი” ნამდვილად არ შექმნილა დაბალი ამბიციით, რომ მას ბრძოლა გაემართა ბარიერთან. მეტიც, თბილისში, არჩევნებამდე 4 თვით ადრე ის მთავარი ოპოზიციური პარტიაა”, – აღნიშნა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები